"RoboKids"კლუბის შესარჩევი ტური წარმატებით დასრულდა! 🎯🌟
მოხარულები ვართ გაუწყოთ, რომ ჩვენი კლუბის შესარჩევი ტური დასრულდა და გუნდი უკვე დაკომპლექტებულია!
შესარჩევი ტური საკმაოდ კონკურენტულ და საინტერესო გარემოში მიმდინარეობდა. გასაუბრებისა და დავალებების შედეგად შევარჩიეთ მონაწილეები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მოტივაციითა და განვითარების დიდი სურვილით.
უკვე შედგა პირველი საორიენტაციო შეხვედრა შერჩეულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ კლუბის წესდება, სამომავლო გეგმები, სასწავლო პროცესი და ის მოლოდინები, რაც გვაქვს. ამასთანავე, წარმატებით გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულებები მშობლებთან, რამაც ჩვენი თანამშრომლობა ფორმალურადაც დაადასტურა.
მშობლების ჩართულობა და მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.
ვულოცავთ თითოეულ ახალ წევრს გუნდში გაწევრიანებას და ნაყოფიერ, წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ!




Comments
Post a Comment