ქაღალდის ინჟინერია: როგორ ავაგეთ მყარი ხიდები და ცათამბჯენები რობოტიკის კლუბში! V შეხვედრა
დღეს ჩვენს რობოტიკის კლუბში ნამდვილი საინჟინრო გამოწვევა მოვაწყვეთ! მოსწავლეებს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ რეალურად საკმაოდ რთული დავალება მიეცათ: მხოლოდ ქაღალდის, წებოვანი ლენტისა და წებოს გამოყენებით უნდა შეექმნათ ხიდები და მაღალი შენობები. ეს აქტივობა შესანიშნავი გზაა იმის დასანახად, თუ როგორ მუშაობს ფიზიკისა და ინჟინერიის კანონები პრაქტიკაში — ყოველგვარი რთული დეტალებისა და ელექტრონიკის გარეშე.
პირველ ეტაპზე გუნდებმა ხიდების კონსტრუირებაზე იმუშავეს, სადაც მოუწიათ ეფიქრათ წონის სწორად გადანაწილებაზე, საყრდენების ფორმასა და იმაზე, თუ როგორ ექციათ თხელი ფურცელი მყარ კონსტრუქციად, რის შემდეგაც ყველაზე საინტერესო ნაწილი — გამოცდა დაიწყო და სიმძიმის ეტაპობრივი დამატებით გავარკვიეთ, რომელი ხიდი იყო ყველაზე გამძლე. მეორე დავალება კი სიმაღლესა და ბალანსს უკავშირდებოდა, სადაც მონაწილეებს შეზღუდული რესურსებით, სწორი საძირკვლისა და სიმძიმის ცენტრის გათვლით, მაქსიმალურად მაღალი შენობა უნდა აეგოთ, ბოლოს კი გავზომეთ ყველა ნამუშევარი და გამოვავლინეთ ყველაზე მაღალი „ცათამბჯენი“.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ქაღალდი და წებო გვქონდა, მოსწავლეებმა გამოავლინეს საოცარი კრეატიულობა, გუნდური მუშაობის უნარი და პრობლემების გადაჭრის არასტანდარტული გზები. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რომ სწორი საინჟინრო გათვლებით ყველაზე მსუბუქი მასალაც კი შეიძლება წარმოუდგენლად მყარი გახდეს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი და პროექტი გველოდება


Comments
Post a Comment